მასწავლებლობის მაძიებლობის პერიოდი წარმოადგენს ერთის მხრივ პედაგოგის პროფესიის დაუფლების რეგულირების ინსტრუმენტს, მეორეს მხრივ ახალგაზრდა სპეციალისტს საშუალებას აძლევს გამოცდილი პედაგოგის (მენტორის) დახმარებით მოსწავლეებთან ინტენსიური კონტაქტის შედეგად გამოიმუშაოს მასწავლებლობისთვის აუცილებელი უნარ-ჩვევები.
მაძიებლობის საპილოტე პროგრამაში მონაწილეთა მსურველების შეირჩა: თბილისის ილია ჭავჭავაძის, გორის, თელავის იაკობ გოგებაშვილის, ქუთაისის აკაკი წერეთლის და ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის კურსდამთავრებულთა შორის.
მაძიებლების პირველადი შერჩევა მოხდა მასწავლებლობის მაძიებლობის შემუშავებული სპეციალური ანკეტის საფუძველზე, რომელშიც მოცემული იყო კითხვები მაძიებლობის კანდიდატის პროექტში მონაწილეობის მოტივაციისა და ზოგადი კომპეტენციების შესახებ. ანკეტირების ანალიზის საფუძველზე შეირჩა 80-მდე მაძიებლობის მსურველი.
მენტოერობის კანდიდატთა შერჩევა მოხდა შემეგი ექვსი კომპონენტის გათვალისწინებით:
ა) პროექტში მონაწილეობის მოტივაცია
ბ) საგნის ცოდნა
გ) გამართულად მეტყველების უნარი
დ) აზრის წერილობით გადმოცემის უნარი
ე) ინფორმაციულობა განათლების სფეროში მიმდინარე სიახლეების შესახებ
ვ) სწავლისა და განვითარების თეორიების ცოდნა
მონაცემთა საბოლოო შეჯამების შედეგად შეირჩა 53 მაძიებელი. მოგვიანებით, პროგრამის ამოქმედებიდან მათი რაოდენობა შემცირდა 49-მდე.
2008-2009 წელს მაძიებლობის პირველი ეტაპის საპილოტე პროეტში მონაწილეობდა 28 მენტორი : თბილისის, გორის, თელავის, ახალციხის , ადიგენის, ქუთაისის, ბათუმისა და ქობულეთის საჯარო სკოლებიდან.
2009-2010 წლის მაძიებლობის პროექტში მონაწილეობს 30 მენტორი შემდეგი ქალაქებიდან: ახალციხე, ბათუმი, გორი, ქუთაისი, თბილისი და თელავი.